მსოფლიო
ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული 150-ზე მეტი ბავშვიდან მხოლოდ 16-ის მშობელია ვაქცინირებული
2022-01-24 10:42:46
საქართველოში, ყოველდღიურად, კორონავირუსით ინფიცირების 15-დან 20%-მდე ბავშვებზე მოდის. ამ დროისთვის, ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში 163 ინფიცირებული არასრულწლოვანია მოთავსებული. კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი არ არის. იქ 25 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგანაც 3-ის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება.
„ამჟამად, კლინიკაში 163 პაციენტია, ადგილები გვაქვს, უბრალოდ, არ არის ადგილები რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. პაციენტები სწრაფად იცვლებიან, ანუ ეწერებიან და ახალი პაციენტები შემოდიან. სულ 16 მშობელია ვაქცინირებული, მათგან 8 მშობელია კორონავირუსულიინფექციით დაავადებული, დანარჩენი 8 მშობელი კი არაა დაავადებული. ბავშვებიდან, რომლებიც 12 წლის ასაკის ზემოთ არიან, ვაქცინირებული ამჟამად არავინ არ გვიწევს“, – აცხადებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 051 445 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 962 035, გარდაიცვალა 14 701 პაციენტი.
კომენტარები