მსოფლიო
ავსტრიაში ვაქცინაცია სავალდებულო გახდა
2022-01-21 15:18:27
ავსტრიაში ვაქცინაცია ვალდებულო გახდა. ქვეყნის მოსახლეობას ვაქცინაციისთვის ვადა 2022 წლის 1-ელ თებერვლამდე მიეცა.
ამ ეტაპზე ავსტრიის მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედია სრულად ვაქცინირებული, რაც დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო ყოველ 100 000 მოსახლეზე 991 ინფიცირება ფიქსირდება.
ავსტრია დასავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც პანდემიის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის შესამცირებლად მოსახლეობისთვის სრულ „ლოკდაუნს“ გამოაცხადებს.
კომენტარები