პოლიტიკა
,,გაუსაძლისი ყოფით გამოწვეულ თვითმკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად პრემიერსა და ქართულ ოცნებას”- გიორგი კაპანაძე
2022-01-17 15:31:45
ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კაპანაძე სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილის თვითმკვლელობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
" გაუსაძლისი ყოფით გამოწვეულ თვითმკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად პრემიერსა და ქართულ ოცნებას.
52 წლის ადამიანმა თავი მოიკლა იმიტომ რომ სხვები მაინც გადაერჩინა - დევნილები, რომლებსაც წლებია ატყუებენ და ხელისუფლება მეორეხარისხოვან მოქალაქეებად მიიჩნევს.
სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ამ ტრაგედიის გამო, რომელსაც ოცნების დამპალი რეჟიმისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების პირობებში, დასასრული არ უჩანს."
კომენტარები