თეგეტა ჰოლდინგმა წელს ზრუნვის მასშტაბური კამპანია წამოიწყო, ისეთი, რომლის მსგავსიც ჯერ არ განუხორციელებია. რა არ მოიფიქრეს, ჯერ შექმნეს ონლაინ პლატფორმა “თეგეტა ქეარი”, სადაც ჩვენი ქვეყნის ყველაზე სანდო და საქმის მკეთებელ ორგანიზაციებს მოუყარეს თავი, ამ პლატფორმაზე მოიწვიეს ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარება უნდა და შესთავაზეს მათზე ზრუნვის მარტივი და უსაფრთხო გზა. შემდეგ ზრუნვის მნიშვნელობით და ჯადოსნური ემოციებით გაჯერებული ვიდეო რგოლი შექმნეს. ამ ყველაფრის კულმინაციად კი თეგეტაში ზრუნვის კედელი აქციეს.
“ზრუნვის კედლის მთავარი იდეა იყო, რომ ამ ერთიანი დიდი მიზნის მიღწევაში, რაც ბევრი მზრუნველი ქმედების და მზრუნველი ადამიანის გაერთიანებას გულისხმობს, ჩვენი თანამშრომლები, თეგეტას გუნდის წევრებიც ჩაგვერთო. სწორედ ამიტომ, ალბათ ყველა კომპანიისთვის უკვე ტრადიციული Secret Santa ჩვენ იმ ადამიანებს - მოხუცებსა და ბავშვებს მივუძღვენით, ვისაც ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდება”- ამბობს ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
სურვილების შეგროვება არ გასჭირვებიათ - გუნდი tegeta.care-ის კამპანიით დამეგობრებულ ორგანიზაციებს დაუკავშირდა და მათი ბენეფიციარების საახალწლო სურვილების თავმოყრაში დახმარება სთხოვა. წერილი სანტას (ანუ, ამ შემთხვევაში, თეგეტას) საერთო ჯამში 300-ზე მეტმა ბენეფიციარმა გამოუგზავნა.
“სურვილები არის მოხუცებისა და ბავშვებისგან. სულ 6 ორგანიზაციიდან, ესენია: „კათარზისი“, მოხუცთა თავშესაფარი „ლაზარეთი“, „სუპერგმირი“, „ბერი ანდრიას ფონდი“, „პირველი ნაბიჯი“ და „SOS ბავშვთა სოფელი“. წერილები ერთმანეთზე უფრო გულისამაჩუყებელი იყო, მათი წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო გიჩნდებოდა განცდა, ზოგჯერ რამდენად მცირედი მცდელობით არის შესაძლებელი სხვისი ახალი წელი უფრო ჯადოსნური გახადო.” - გვიზიარებს ნათიკა ბერძული.
კამპანიაში ჩართვის სურვილი თეგეტას ძალიან ბევრმა თანამშრომელმა გამოთქვა და ასე დაიწყო საახალწლო ფუსფუსი არა ოჯახის წევრებსა ან საკუთარ თავზე ზრუნვისთვის, არამედ მათთვის, ვისაც “სანტები” არასდროს შეხვედროდნენ და ვისაც მათი ზრუნვა ყველაზე მეტად გაახარებდა.
“ზრუნვის კედლიდან წერილების ჩამოხსნის პროცესი ალბათ ყველაზე ჯადოსნური და გულისამაჩუყებელი სანახავი იყო. ჯერ როგორი ემოცია ჰქონდათ სანტებს მათთვის სრულიად უცნობი ადამიანების წერილების წაკითხვისას, შემდეგ როგორ მონდომებით ეძებდნენ, არჩევნდენ, ყიდულობდნენ, შემდეგ საგულდაგულოდ ფუთავდნენ და მოჰქონდათ ჩვენთან.
შემდეგ იყო უკვე ადრესატებისთვის საჩუქრების მიტანა და ბენეფიციარების სიხარულით გაბრწყინებული თვალები და დაუვიწყარი ემოცია” - ნათიკა ბერძული.
ვინ გადაწყვეტს, სხვა ადამიანებზე ზრუნვისას ვინ უფრო დიდ სიხარულს გრძნობს, სიკეთის მკეთებელი თუ მიმღები. ამ ემოციას ვერ გავზომავთ, ვერც ავწონით და ვერცერთი თვლადი კოეფიციენტით ვერ შევაფასებთ, ერთს კი წყალი არ გაუვა - ასეთი ზრუნვის აქტისას ორივე მხარე ბედნიერია, ორივე მოგებულია და მოგებულია საზოგადოებაც, ერთით მეტი გულში სითბო ჩაღვრილი ადამიანით დედამიწაზე.
“მთავარი მოტივაცია ზრუნვის გარშემო მაქსიმალურად ბევრი ადამიანის და პირველ რიგში თვითონ თეგეტას გუნდის წევრების გაერთიანება იყო. ზრუნვით მიღებულ ემოციას ხომ მართლაც არაფერი შეედრება. ეს აქტივობა ალბათ ყველაზე კარგი მაგალითია იმისა, რომ სასიკეთო ცვლილების, ან სხვისთვის ჯადოსნური ახალი წლის შესაქმნელად გმირობა სულაც არ არის საჭირო, ხშირად ერთი მზრუნველი ქმედება და მონდომებაც სრულებით საკმარისია.” - ნათიკა ბერძული, თეგეტას სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტ...
კომენტარები