მსოფლიო
“შემოგვიცვივდნენ სახლში, აგვყარეს, დაგვყარეს და გამოგვიშვეს” – გერმანიიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქე გამოაძევეს
2021-12-03 13:17:49
“შემოგვიცვივდნენ სახლში, აგვყარეს, დაგვყარეს და გამოგვიშვეს” – ამის შესახებ გერმანიიდან დეპორტირებული საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე საუბრობს, რომლის სპეცრეისიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
საქართველოს 60-მდე მოქალაქე, ევროკავშირიდან გამოძევებულია და იძულებულია სამშობლოში დაბრუნდეს. მორგ დეპორტაციას დაექვემდებარნენ ის პირები, რომლებიც გერმანიასა და შვედეთში არალეგალურად იმყოფებოდნენ. ადამიანები რომლებიც ოჯახებით გაექცნენ გაუსაძლის ყოფას ისევ საქართველოში დააბრუნეს.
კომენტარები