საზოგადოება
“მოკლული ბიჭის საფლავზე არ ადის? მარაზმი!!!” – ნანუკა ჟორჟოლიანი ზურაბ ზვიადაურზე
2021-11-29 23:59:59
ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლოდან გათავისუფლების შემდეგ ზვიადაური ძმის საფლავზე მივიდა. ფოტოებს სოციალურ ქსელში გიორგი მდინარაძე ავრცელებს.
TV პალიტრანიუსი – TV PalitraNews – ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, კომენტარებში, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი შემდეგნაირად ეხმაურება:
“მოკლული ბიჭის საფლავზე არ ადის? მარაზმი!!!”, – წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
კომენტარები