მსოფლიო
საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით“ აცრა დაუშვეს
2021-11-09 12:17:27
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში შემავალი ბავშვების ვაქცინაციას. თამარ გაბუნიას თქმით, ისინი მშობლის თანხმობით „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით აიცრებიან.
"მშობლის გადაწყვეტილებითა და თანხმობით, რაც არასრულწლოვნების შემთხვევაში, აუცილებელი მოთხოვნაა სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში, 12-დან 15 წლამდე ბავშვებს, შეუძლიათ, მიმართონ ამცრელ ცენტრებს და მიიღონ „ფაიზერის“ დოზა" - განაცხადა ბრიფინგზე გაბუნიამ.
კომენტარები