მსოფლიო
პაატა იმნაძე - აცრილი ადამიანების გარდაცვალების მიზეზი ძირითადად ასაკია - ჩემს ასაკში კვდებიან პირველ რიგში
2021-11-04 14:32:13
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99% აუცრელი იყო.
ამასთან, კითხვაზე, რა არის აცრილი ადამიანების გარდაცვალების მიზეზი, იმნაძე ამბობს, რომ ასაკი.
„გარდაცვლილებში 99% აუცრელია, 1% არის, ვინც ორჯერ აცრილი იყო, ეს არის 57 ადამიანი - პირველი არის ასაკი. ჩემს ასაკში კვდებიან პირველ რიგში“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
კომენტარები