მსოფლიო
ბიზნესდაჯილდოება 2021-ის ფინალისტები უკვე ცნობილია
2021-11-04 13:24:33
ბიზნესდაჯილდოების ჟიურიმ კონკურსის ფინალისტები ხუთივე ნომინაციაში გამოავლინა. წელს დაჯილდოებას ორი ახალი ნომინაცია დაემატა, თითოეულ ნომინაციაში 3 ფინალისტია. მაშ ასე, კომპანიები ნომინაციების მიხედვით ასე გადანაწილდნენ:
საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის:
· ქარი - ეკო-მეგობრული ელექტრომოპედების საზიარო სერვისის პლატფორმა
· ოქტოპუს ფიტნეს კლუბი - კონცეპტუალური ფიტნეს სივრცე
· პროფი - საყოფაცხოვრებო სერვისების ერთიანი პლატფორმა
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის:
· თენეო - AI -ზე დაფუძნებული პლატფორმა დოკუმენტების გენერირებისთვის
· ფეიზი - ფინანსური ტექნოლოგიების სტარტაპი
· კვალიფიკა - პლატფორმა პიროვნების ონლაინ ვერიფიკაციისა და ავთენტურობის დადგენისთვის
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის:
· ტენე - მობილური სატენების ეკომეგობრული წარმოება
· კოდალა - ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები
· ბებიას - ნატურალურად წარმოებული ხელითნაკეთი აქსესუარები
საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის:
· ლოიალიტე - ბიზნეს პროცესების აუთსორსინგ კომპანია
· ანემონე - მცენარეების მაღაზია და სალონი
· დოდო დიზაინს - დიზაინ სტუდია
განსაკუთრებული როლი რეგიონის განვითარებისთვის:
· ლოპოტა სპა რეზორტი - ტბის გარშემო გაშენებული სასტუმრო კომპლექსი კახეთში
· კურორტი „ნუნისი“ - სასტუმრო კომპლექსი ხარაგაულის რაიონის სოფელ ნუნისში
· ვაჩეიშვილის მარანი - ღვინის მეურნეობა გორის რაიონის სოფელ ატენში
დაჯილდოების ფინალური ღონისძიებამდე, თიბისი სხვადასხვა მედია არხით უკეთ გაგაცნობთ ფინალისტ კომპანიებს, გამარჯვებულებს კი, ჟიური დეკემბერში გამოავლენს. მეექვსე წელია, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნესსოციუმის შექმნა და ბიზნესის მხარდაჭერაა. დაარსებიდან დღემდე დაჯილდოებაში 2500-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. დაჯილდოება მიზნად ისახავს, წაახალისოს ის ბიზნესები, რომლებიც განვითარებას არ წყვეტენ და მუდმივად ცდილობენ რაღაც ახალი, საინტერესო და გამოსადეგი შესთავაზონ საზოგადოებას, იქნება ეს მომხმარებელზე ორიენტირებული თუ ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება.
კომენტარები