1 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბავშვობიდან ყველას გვესმის, რომ ადამიანი საკვების გარეშე 40 დღე ძლებს, 41-ე დღეს ველოდები, სასაცილო მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდება სააკაშვილი - მამუკა მდინარაძე

 ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, ადამიანს შეუძლია საკვების გარეშე 40 დღე გაძლოს, თუმცა, ის ელოდება, რომ 41- ე დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი იქნება.

„41- ე დღეს ჩემი აზრით, სასაცილო მდგომარეობა იქნება, რადგან ხომ ყველას ბავშვობიდან გვესმის, რომ ადამიანი 40 დღე ძლებს. არანაირი პრობლემა საბედნიეროდ არ შეიქმნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება კარგი, მე ასეთი გონივრული მოლოდინი მაქვს. დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს. მას შეუძლია მისცეს მისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საშუალება და შემდეგ დავრწმუნდებით ჩემი აზრით, რასთან გვაქვს საქმე - ნახევრად შიმშილობასთან, "ფეიკთან", დადგმულ რაღაცასთან. მას ხელში უჭირავს ერთი კოზირი, რომ მისი ნებართვის გარეშე დეტალებს იუსტიციის სამინისტრო ვერ გაახმოვანებს. შესაბამისად, მას ეს კოზირი შეუძლია გამოიყენოს და იყენებს ჩემი აზრით, ძალიან ცუდად. 41- ე, 57- ე დღეს ჩემი აზრით აღმოჩნდება სასაცილო მდგომარეობაში. ლოგიკა ხომ შეგვიძლია განვავითაროთ,"- განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები