მსოფლიო
არ მაქვს სურვილი, ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი – მეუფე გრიგოლი
2021-10-29 19:07:51
”არ მაქვს სურვილი, ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი” – ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის ამ შემთხვევაში შიმშილობა არის ინსტრუმენტი,როს გამოც ვერ განსჯის.
”ის მიხეილ სააკაშვილი არ არის ჩვეულებრივი პატიმარი. ამ პატიმრის ბედი გარკვეულწილად უკავშირდება სახელმიწფოსა და ჩვენი სამშობლოს სამომავლო განვითარების ბედს. ის შიმშილობს, როგორი არის ამის შედეგები, ან როგორი იქნება, ეს დასაფიქრებელია. მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი. არის შემთხვევები, როდესაც შიმშილობა კი არა, თვიმთკვლელობაც პირიქით ეთვლება ადამიანს – არა თვიმთკვლელობად. არის განსაკუთრებული შემთხვევები. პოლიტიკოსებთან მიმართებაში, ჩვენ ვერ განვსჯით ამ თემას. პოლიტიკოსისთვის ეს არის ინტსრუმენტი და მისი არჩევანია. მე მას ვუთხარი კიდეც, რომ ეს არის თქვენი არჩევანი და ალბათ, თქვენ ხვდებით და დარწმუნებული ვარ ხვდებით, რომ ამ გადაწყვეეტილების მიხედვით, თქვენ საფრთხეში აყენებთ თქვენს სიცოცხლეს და შესაბამისად, ამას თავისი შედეგები მოჰყვება და ამაზეც უნდა ვიფიქროთ” – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
კომენტარები