1 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გონივრული ეჭვია, რომ ციხეში რეალურად სხვა რაღაც მოხდა და ხანძრის თემა ყურადღების გადატანისთვის იყო გამოყენებულ - ბეჟაშვილი

გონივრული ეჭვია, რომ ციხეში რეალურად სხვა რაღაც მოხდა და ხანძრის თემა ყურადღების გადატანისთვის იქნა გამოყენებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანრის გაჩენას და 2 პატიმრის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

"გუშინდელი ხანძრის თემა ციხეში ბურუსით არის მოცული. არანაირი ინტერაქცია არ ჰქონდა ციხის ადმინისტრაციას და შესაბამის უწყებებს, რეალურად რა მოხდა, დღეს საზოგადოებამ გაიგო, რომ ორი პირია გარდაცვლილი. ეს ბურუსით მოცული საქმე გამოძიებული უნდა იყოს დაუყონებლივ დამოუკიდებელი სუბიექტების მიერ, სახალხო დამცველს მოვუწოდებ, დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში შიგნიდან კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გავიგებთ,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები