საზოგადოება
რუსთავის ციხეში ხანძრის შედეგად დაღუპული პატიმრები სასადილოში სხვის გადასარჩენად იმყოფებოდნენ
2021-10-15 11:25:41
პატიმრები, რომლებიც რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ, სასადილოში სხვის გადასარჩენად იმყოფებოდნენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა ადვოკატმა განუცხადა.
როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ციხიდან მსჯავრდებულმა ოჯახის წევრს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო.
ცნობისთვის, სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.
მომხდარს ორი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა
კომენტარები