1 0 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

SABA Reader-ში კითხვას ბოლო 5 თვის განმავლობაში მკითხველებმა 10 000 000 წუთი დაუთმეს

კითხვის დროის გაზომვა SABA Reader-ში მას შემდეგ გახდა შესაძლებლი, რაც მაისში აპლიკაციას  ახალი ფუნქცია “კითხვის დრო” დაემატა. ის მომხმარებელს კითხვაში გატარებულ დროს უჩვენებს და  ერთგვარი საშუალება, ერთის მხრივ ხედავდე, თუ რა დროს უთმობ კითხვას დღეს და მეორეს მხრივ, უყურებდე პირადი სტატისტიკის განვითარებას თვეების განმავლობაში.

ზედიზედ კითხვის მაჩვენებელი, კითხვის შეხსენება და წაკითხული დროის კონტროლი - ეს ის ფუნქციებია, რომელიც მომხმარებელს კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებაში და თვითგანვითარებაში ეხმარება.

5 თვის თავზე წაკითხული 10 000 000 წუთი კი ნიშნავს რომ მკითხველებმა ლიტერატურას თითქმის 19 წელი დაუთმეს და საშუალოდ 5 000 000 გვერდი და 20 000  წიგნი წაიკითხეს.

შეგახსენებთ,  რომ „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია  „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან კი ციფრულ კრეატიულ სააგენტო ლივინგსტონთან ერთად SABA Reader მკითხველებს საშუალებას აძლევს ნებისმიერ და დროს ნებისმიერ ადგილას იკითხონ ან მოუსმინონ მათთვის სასურველ და საინტერესო ლიტერატურას. გარდა ამისა, საბას მიზანია, რომ მომხმარებლებს კითხვის ახალი და უნიკალური გამოცდილება შესთავაზოს და ამ მიზნის ფარგლებში აპლიკაციას ეტაპობრივად ახალი ფუნქციები ემატება.

გადმოწერე აპლიკაცია SABA Reader - http://bit.ly/საბაApp

კომენტარები

მსგავსი სიახლეები