1 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს საპენსიო სააგენტომ და საქართველოს ბანკმა სპეციალიზირებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს

საქართველოს საპენსიო სააგენტომ და საქართველოს ბანკმა სპეციალიზირებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს.  სპეციალიზირებული დეპოზიტარის შერჩევით საპენსიო სააგენტოს უკვე ეძლევა საშუალება ინვესტირება განახორციელოს  ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში.

 

საქართველოს ბანკი, როგორც საპენსიო სააგენტოს  სპეციალიზირებული დეპოზიტარი, საპენსიო აქტივების ერთადერთი დეპოზიტარია, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისობაში აღრიცხვას და შენახვას. ასევე, ბანკი საოპერაციო პროცესებს დამოუკიდებელ მონიტორინგს გაუწევს და განახორციელებს სრულ მხარდაჭერას საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

 

აღსანიშნავია, რომ სპეციალიზირებული დეპოზიტარის საქმიანობა რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ და იგი წარმოადგენს ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიულ პირს, სადაც განცალკევებული ლიცენზიის მოპოვება მოითხოვება. აღნიშნული ლიცენზია საქართველოს ბანკმა  2020 წელს მოიპოვა.

 

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ წარმატებით დასრულდა სპეციალიზირებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესი. ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია ჩვენი საინვესტიციო ინფრასტუქტურის ფორმირებისთვის. სპეციალიზირებული დეპოზიტარის მომსახურება არის კომპლექსური და იგი მოიცავს, როგორც საპენსიო აქტივების შენახვას, ასევე მნიშვნელოვან საოპერაციო მხარდაჭერას. საბოლოო ჯამში, ეს ემსახურება მონაწილეების ინტერესების დაცვას, რათა დანაზოგების დაცულობითა და საინვესტიციო რისკების მინიმიზაციით მოხდეს საპენსიო აქტივების მართვა, შენახვა, აღრიცხვა და მონიტორინგი“ განაცხადა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარემ, ოლივიერ რუსსომ.

 

საპენსიო სააგენტოს დირექტორის გიორგი დანელიას განცხადებით „სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც საპენსიო სააგენტოსთვის, ასევე სქემაში გაწევრიანებული მილიონზე მეტი მონაწილისთვის. დეპოზიტარი რისკის მართვის ჩარჩოს მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, და მისი დახმარებით სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის არეალი უფრო გაფართოვდება, რაც საბოლოო ჯამში მონაწილეების ინტერესს ემსახურება“.

 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი ამ პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილეა. საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და შედეგად დღეს, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურსა და საქართველოს ბანკს შორის ხელი მოეწერა სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულებას.  ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ მაღალი სტანდარტებით განვახორციელოთ საპენსიო სააგენტოს ფასიანი ქაღალდების უსაფრთხოდ შენახვა და მათთან დაკავშირებული გარიგებების/ტრანზაქციების საოპერაციო მხარდაჭერა“,-  განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....