საზოგადოება
სინოპტიკოსების ვარაუდით, საქართველოში შესაძლოა, მოთოვოს
2021-09-23 09:32:14
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
24 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლოა თოვლიც.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს
კომენტარები