საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს
2021-09-01 11:06:59
კოვიდვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი – ნახევარ ფასად. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, სრულად ვაქცინირებულები უსასყიდლოდ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ: ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა; უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება.
კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილ პირებზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე: ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა; ID ბარათზე სერტიფიკატის განახლება.
იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწესებული შეღავათების მიღება ორჯერადად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.
კომენტარები