მსოფლიო
მიხეილ ლომთაძე საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე გახდა - ბიზნესმენმა ივანიშვილს $200 მლნ-ით გაუსწრო
2021-08-09 13:16:33
მიხეილ ლომთაძე ყველაზე მდიდარი ქართველია. მან Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ბიძინა ივანიშვილს გაუსწრო.
Forbes-ის სიის მიხედვით, მიხეილ ლომთაძის ქონება $5 მილიარდს შეადგენს და მსოფლიო მილიარდერთა რეიტინგში 603-ე ადგილს იკავებს.
ბიძინა ივანიშვილი კი $4.8 მილიარდს ფლობს და 632-ე ადგილზეა.
მიხეილ ლომთაძე ყაზახური ფინტექ კომპანია Kaspi-ის დამაარსებელია. ის მილიარდერი მას შემდეგ გახდა, რაც კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზე განთავსდა.
კომენტარები