საზოგადოება
“ძალიან გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა…წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია” – ორგანიზაცია, სადაც ავსტრალიელი ქალი მუშაობდა
2021-08-01 12:22:24
საერთაშორისო სახლის ადმინისტრაცია, სადაც გარდაცვლილი ავსტრალიელი შანე ბრუკი მუშაობდა და ინგლისურ ენას ასწავლიდა, მის გარდაცვალებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი ავსტრალიელი მასწავლებლის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს:
“ძალიან გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვავთ ჩვენი მასწავლებელის, შანაე ბრუქს ედვარდსის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. იგი წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია. დავკარგეთ გულისხმიერი ახალგაზრდა ადამიანი და კარგი მასწავლებელი. ვუსამძიმრებთ ყველას: ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს”, – წერს საერთაშორისო სახლის ადმინისტრაცია.
კომენტარები