საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
2021-07-27 18:26:38
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას უამინდობის შესახებ აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში ნალექი და სეტყვაა მოსალოდნელი.
„29 ივლისის დილამდე საქართველოში ნარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეების წყლის დონეების შემდგომი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
კომენტარები