მსოფლიო
ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში 3 ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ეჭვი ე.წ. ინდურ შტამზეა
2021-07-08 14:42:59
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში 3 ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათგან 2 ბავშვს ე.წ. ინდურ შტამზე კვლევა უტარდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, სამივე ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა.
“სამი პაციენტი ნამდვილად მართვით სუნქვაზეა. მძიმე პაციენტები არიან, არცერთს არ აქვს „ინდური“ შტამი ჯერ დადასტურებული, თუმცა ორზე მიმდინარეობს კვლევა. 2 ბავშვი არის 2 თვემდე ასაკის, ერთი ახალშობილი. ბავშვებიდან ერთი აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი“, -განაცხადა ჩხაიძემ.
კითხვაზე, როდის იქნება კვლევის პასუხი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა უპასუხა, რომ ეს დაზუსტებით უცნობია, რადგან
„სექვენირებას დრო სჭირდება“.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, ე.წ. ინდური შტამი ბავშვებში არ გამოვლენილა, თუმცა, მან არ გამორიცხა, რომ ასეთი შემთხვევებიც იყოს. როგორც გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, ე.წ ინდური შტამი უფრო ადვილად ვრცელდება.
„რა ინფორმაციაც მაქვს, ინდური შტამის 52 შემთხვევაში, რაც ლაბორატორიულად გვაქვს დადასტურებული, ბავშვი არ არის, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურება არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა დასტურდება. ლაბორატორიული დადასტურებიდან ჩვენ შემდგომ ვაკეთებთ მოდელირებას, თუ რამდენი პროცენტი შეიძლება ცირკულირებდეს. ჩვენ ვასახელებთ უკვე 15-დან 20 პროცენტამდე საერთო ცირკულაციაში „დელტას" შტამს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, ბავშვებშიც იყოს. იცით, რომ ის ახალგაზრდებს მეტად აზიანებს და მეტი გავრცელების, გადადების უნარი აქვს", - განაცხადა გამყრელიძემ.
https://www.mshoblebi.ge
კომენტარები