საზოგადოება
მუქარა ლგბტი +-ის მიმართ და ჟურნალისტებზე თავდასხმა აზიანებს საქართველოს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას - ბრიტანეთის საელჩო
2021-07-05 16:11:48
თვალყურს ვადევნებთ თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ძალადობა, მუქარა ლგბტი + –ის მიმართ და ჟურნალისტებზე თავდასხმა აზიანებს საქართველოს, როგორც ტოლერანტული, სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთონ შემდგომი ძალადობა და დაიცვან საქართველოს ყველა მოქალაქის ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები კონსტიტუციის შესაბამისად,“- აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები