1 8 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დადასტურებულად ვიცით, როდის შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში, თუმცა კონტრაქტის გათვალისწინებით, თარიღს ვერ დავასახელებთ – ტიკარაძე

დადასტურებულად ვიცით, როდის შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში, თუმცა კონტრაქტის გათვალისწინებით, თარიღს ვერ დავასახელებთ – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

ვაქცინების მობილიზებაზე საუბრისას ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველო კვირის ბოლოსთვის „სინოფარმის“ და „სონოვაკის“ ვაქცინების მილიონ დოზას მიიღებს.

„რაც შეეხება ასევე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ „ფაიზერის“ ვაქცინას, კონტრაქტიდანგამომდინარე მოწოდების თარიღს ვერ დავასახელებთ, თუმცა დადასტურებულად ვიცით, როდის შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში. მოგვეწოდება ეტაპობრივად და ყველა ჩვენი მოქალაქისთვის გახდება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, „ფაიზერიც“ ჩაერთვება მასობრივი ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები