მსოფლიო
“მთელი სოფელი გლოვობს, 23 წლის ბიჭს ტყვია თავში აქვს ნასროლი”
2021-06-28 11:14:46
კასპში, სოფელ ხოვლეში 23 წლის მამაკაცმა,სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც “გურია ნიუსს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, შემთხვევა გუშინ, მამაკაცის საცხოვრებელ სახლში მოხდა.
“23 წლის ბიჭს ტყვია პირდაპირ თავში აქვს ნასროლი. მთელი სოფელი გლოვობს… რამ მიიყვანა ამ ზომამდე, არავინ იცის”,– ამბობს “გურია ნიუსთან” ერთ-ერთი ადგილობრივი.
მისივე ინფორმაციით,მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
“როგორც ვიცი,პოლიციამ მამაკაცის ტელეფონი უკვე წაიღო და მიმდინარეობს გამოძიება”.
მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებ ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები