საზოგადოება
რესტორნები კომენდანტის მოხსნის შემდეგაც 12:00 საათამდე იმუშავებენ
2021-06-22 13:10:48
ჩამოტვირთვა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, რესტორნები კომენდანტის მოხსნის შემდეგაც, მხოლოდ 12:00 საათამდე იმუშავებენ.
მისივე თქმით, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებზეც.
"შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ. რესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ. აღნიშნული დროის შემდეგ რესტორნები არ იმუშავებენ, იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ცხადია, ღამის კლუბებს. ამასთან, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებზეც," - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
კომენტარები