მსოფლიო
ავარიულად გამოირთო “იმერეთი” და “ენგურჰესი”
2021-06-14 15:36:44
ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სახელმწიფო ელექტროსიტემა განცხადებას ავრცელებს:
დღეს, 14 ივნისს, 14 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო", - აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები