საზოგადოება
1-ელი ივნისიდან თბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირი ერთ კუბურ მეტრზე 8 თეთრით გაეზრდება
2021-05-27 13:18:23
თბილისის მოსახლეობას ბუნებრივი აირის ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი დაახლოებით, 8 თეთრით ეზრდება 54 თეთრის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკის სხდომაზე მიიღეს.
როგორც სხდომაზე განიმარტა, კომპანია „თბილისი ენერჯის“ 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, რაც გამოწვეულია ვალუტის კურსის ცვლილებით.
ტარიფი ძალაში 2021 წლის 1-ელი ივნისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ სხდომაზე განაცხადა, "თბილისი ენერჯის" უფლება აქვს კომისიის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 1 თვის ვადაში გაასაჩივროს.
კომენტარები