2 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რატომ არ აძლევს აშშ ავტორიზაციას „ასტრაზენეკას“, რატომ აქებს ტაილანდი “სინოვაკს” და სეიშელი – “სინოფარმს”? – , ჩვენი ჯანდაცვის სისტემა „ბანძ“ ვაქცინებს ვერ გადაიტანს, გაიგეთ! – გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი, გიორგი ფხაკაძე:

ჩინური ვაქცინა არ ვარგა და როგორ ვთქვა, რომ კარგია?! სეიშელის მაგალითი სახეზეა. გაერთიანებული ემირატების კვლევებით, რომ ყველაფერი გადასარევადაა „სინოფარმზე“, რატომ?! იმიტომ, რომ გაერთიანებულ ემირატებშია ქარხანა, სადაც იწარმოება ეს ვაქცინა. მარტივია. არ დაგავიწყდეთ, ემირატები დიქტატორული ქვეყანაა.


ანდა, ტაილანდი რომ ძალიან აქებს „სინოვაკს“, რატომ? ტაილანდშია ამ ვაქცინის მწარმოებელი ქარხანა. აქაც მარტივადაა საქმე.


ვიცი, რომ ვერ იტანენ, რომ ვარ დამოუკიდებელი, უკონტროლო, რომ არ ვარ არც ერთი პარტიის მხარეს. ზოგიერთი მეჩხუბება, რას გვაშინებ პანდემიის ტალღებითო. მე ვაკეთებ?! ამ ტალღებს აკეთებს ის ხალხი, ვინც ქვეყანაში ეპიდემიას ვერ მართავს.


ჩემი თუ არ გჯერათ, მწარმოებელ ქვეყანას დაუჯერეთ – უკვე თავად ამბობენ, რომ ჩინური ვაქცინის მესამე დოზაც გასაკეთებელია.


რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, არ დაგებადათ შეკითხვა, რატომ არ აძლევს აშშ ავტორიზაციას „ასტრაზენეკას“, მაშინ, როცა 170 მლნ დოზა დასაწყობებული აქვს?! დანიამ „ასტრაზენეკაზეც“ უარი თქვა და „ჯონსონზეც“.


ახლა დამიწყებენ ლანძღვას, დაბრალებას და ა.შ. სად არის ის პარტია, 1 მლნ „ასტრაზენეკა“ რომ ჩამოჰქონდა?! სადაა ის ვაქცინა?! არაა. ჯერ ერთი, მე არ მინდა „ასტრაზენეკა“ ჩემ ქვეყანაში. მე მინდა „ფაიზერი“ და წერტილი!


მე არ მინდა ბანძი, მეორე და მეათეხარისხოვანი ვაქცინა – იმიტომ, რომ არ გვაქვს ისეთი ჯანდაცვის სისტემა, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით პრობლემა როცა შეიქმნება, იმ პაციენტს ისე მოვუაროთ, როგორც საჭიროა.


ჩვენთან არ არის ისეთი ძლიერი ჯანდაცვის სისტემა, როგორიც ევროპაში, ისარელში, აშშ-ში, რომ გვქონდეს ფუფუნება, „ისე რა“ ვაქცინები გავაკეთოთ და გართულებებს მოვუაროთ.


ფხაკაძემ შიგნიდან იცის ქართული ჯანდაცვა და გეუბნებით, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა „ბანძ“ ვაქცინებს ვერ გადაიტანს. გაიგეთ!


არ ვიცი, რა იქნება ხვალ, მაგრამ დღეს „ფაიზერი“ არის მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა.

ასევე, საქართველოში 45 წლის ზევით ძალიან ბევრს აქვს ქრონიკული დაავადებები. ბევრი ფაქტორია, რატომ არ შეიძლება საქართველოში ცუდი ვაქცინა. უნდა იყოს ან ძალიან კარგი, ან საერთოდ არ იყო.


რომ ჩამოიტანო ეს ჩინური, არ მუშაობს და რა ვქნა?! ჩინურს რომ გაიკეთებ , ადამიანმა მაინც პირბადით უნდა იაროს. ეფექტურობა 50%-ია. კი, დაწევს სიკვდილიანობას, მძიმე ფორმებს, მაგრამ გავრცელებას ვერ აჩერებს, 10-დან 5 დაინფიცირდება.


16 მაისს ინდონეზიაში ჩავიდა „ასტრაზენეკას“ ერთ-ერთი სერია, აღმოჩნდა, რომ ამ სერიაში 400 500 დოზას ჰქონდა პრობლემა. ამიტომ გეუბნებოდით, რომ ვაქცინაციისას სერიის ნომერი უნდა მიაწეროთ საბუთზე-თქო. ახლა მაინც გაითვალისწინეთ.


რატომ ვლაპარაკობ ამდენს?! თუ ჩემი ამ საინფორმაციო კამპანიით ერთი ადამიანი მაინც გადარჩება, ჩავთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია! არაფერს ვითხოვ თქვენგან! მე ექიმი ვარ და უფლებაც არ მაქვს, სხვანაირი იყო. მე ბევრი სტუდენტი მყავს არა მარტო საქართველოში, ისინი მიყურებენ და ეს პროფესიული პასუხისმგებლობაა!


ყველაფერი ფული არ არის. არ მინდა ახლა იმ 22 „სიფტზე“ და ასე შემდეგ ფულის საკეთებელ სქემებზე საუბარი, მესმის, ცოლი გყავთ, საყვარელი, საყვარლის შვილი…წადით ბიზნესში და იქ გააკეთეთ ფული. არ მოიპაროთ. როცა საქმეს არ აკეთებთ და ხელფასს იღებთ, ეს ქურდობაა!
ჩვენ ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს, ახალგაზრდები საუკეთესო განათლებით, ნიჭით, ცოდნით, უნარით, ბრილიანტი ბავშვები, რომლებიც სამსახურს ვერ შოულობენ!


მაგრამ ეს ვაქცინაცია სექტემბრის ტალღაც მაინც ვერ აგვაცილებს. სექტემბრის ტალღას რომ ავცდენოდით, ამისთვის საჭირო იყო, ახლა უკვე დამთავრდებული გვქონოდა ვაქცინაცია. მეოთხე ტალღა სექტემბერ-ოქტომბერში გვექნება, მერე ვაქცინაცია დაგვეწევა და მეხუთე ტალღა არ გვექნება. ამასობაში აშშ და ევროპა დაგვეხმარება ვაქცინების კუთხით, ჩვენი კი ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, ნაგავი ვაქცინა არ შემოვიტანოთ, 300 არაგველებივით მტკიცედ უნდა ვიდგეთ მოთხოვნით – „მარტო კარგი ვაქცინა“

აპლიკაცია რომ გაკეთდა, ხალხმა ყველამ „ფაიზერი“ მოითხოვა და ეს ჩინური რატომ ჩამოგაქვთ ვერ გავიგე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...