საზოგადოება
გორში ,,ბოლო ზარი'' იარაღიდან სროლით აღნიშნეს
2021-05-20 14:06:42
გორის მესამე სკოლის წინ, სამოქალაქო იარაღიდან გასროლით აღნიშნეს. თვითმხილველის თქმით, სროლა ერთ-ერთი ავტომანქანიდან განხორციელდა.
20 მაისს, საჯარო სკოლებში, "ბოლო ზარი" იმართება.
"იარაღის შესახებ საქართველოს კანონის" 25-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო იარაღის გამოყენება დაიშვება მხოლოდ მისი დანიშნულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.
იგივე მუხლი განმარტავს, რომ იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს პროკურატურას და შს სამინისტროს.
წყარო: https://www.qartli.ge/
კომენტარები