მსოფლიო
ქვეყანაში უკვე არის კუმულაციური იმუნიტეტი - ამირან გამყრელიძე
2021-05-04 12:34:42
დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, თუმცა ის მართვას ექვემდებარება.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველოს მოსახლეობიდან, საკმაოდ ბევრს - 20%-ს უკვე გადატანილი აქვს კორონავირუსი და შესაბამისად ქვეყანაში გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი არის.
"ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, ვიდრე ეს მარტ-აპრილში იყო. მაგრამ ეს ვითარება საკმაოდ კარგად იმართება. დღეს დილისთვის ახალი შემთხვევების რაოდენობა არის 788, დაახლოებით 10 000-მდე ტესტის ფონზე. დღევანდელი ეპიდვითარება არ წარმოადგენს დიდ ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. საკმარისია საწოლფონდი, ექიმები, ჟანგბადი, წამლები და ა.შ. პირბადის ტარების მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით 75%-ია, რაც ძალიან კარგია, მაგრამ თუ ავალთ 95%-ზე, ბევრად უკეთესი ინდიკატორები გვექნება.
საქართველოში საკმაოდ ბევრს - 20%-ს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია, შესაბამისად არის უკვე გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი. ასევე, მოდის თბილ ამინდები, ამ ვირუსზე კი მზის სხივი მოქმედებს,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.
კომენტარები