მსოფლიო
ახლა ტაქტიკა მელიას “შეეტენა”? ეგრე ვერ გამოვა ძმებო და დებო, ხომ აქვს ყველაფერს საზღვარი?! – ნიკა გვარამია
2021-04-22 17:53:07
“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია:
“ასეთი არაფერი გამიგია.
საკუთარი მორალური დილემის სინდისის პატიმარზე გადაკისრება! მართლა ხომ აქვს ყველაფერს საზღვარი?! ციხეში მყოფი კაცის მორალური დატერორება ყველა განზომილებით, მიზანშეწონილობით თუ სხვა თვალსაზრისით არის უკიდურესად არასწორი საქციელი (ძალიან რბილი შეფასებით).
მიიღეთ გადაწყვეტილება მელიას გარეშე? მოაწერეთ დოკუმენტს ხელი მთავარი ოპოზიციური ლიდერის გარეშე? კი ბატონო, უკომენტაროდ. მაგრამ ახლა კეთილი ინებეთ და ციხიდან გამოიყვანეთ და საკუთარ მორალურ დილემებს თავადვე გაუმკლავდით!
სტრატეგია თქვენ აირჩიეთ და ახლა ტაქტიკა მელიას “შეეტენა”? ეგრე ვერ გამოვა ძმებო და დებო. ხომ ამბობთ რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ? ხოდა ახლა თქვენი გადაწყვეტილების იმპლემენტაციისთვის სწორი და ეფექტიანი გადაწყვეტილებაც მიიღეთ. პრინციპული პოზიციით მიაღებინეთ ქართულ ოცნებას ყველასთვის მისაღები და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ქართულ ოცნებას მიაღებინეთ, და არა სინდისის პატიმარს!
ფაქტი ერთია – ნიკა მელია ციხიდან უნდა გამოვიდეს და გამოვიდეს მორალურად გამარჯვებული.”
კომენტარები