მსოფლიო
„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი 28 წლის ნიკა წურწუმია დააკავეს
2021-04-16 14:47:15
ავლაბარში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განუცხადა. რ2-ის ინფორმაციით ბრალდებული ზუგდიდში მცხოვრები 28 წლის ნიკა წურწუმიაა.
მისი განმარტებით, გათავისუფლებულია მძევლები პოლიციის შენობაში არიან გადაყვანილი.
„სამართალდამცავი ორგანოების მიერ აქტიურად განხორციელებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თავდამსხელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებული არიან. დაზიანება არავის მიუღია. ყველა მძევალი უსაფრთხოდ გადაყვანილი იქნა პოლიციის შესაბამის დანაყოფში. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. მძევლების რაოდენობასა და სხვა დეტალებზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, - განაცხადა სირაძემ.
კომენტარები