საზოგადოება
„ბესო ზანგური როგორც ადამიანი, ნაძირალაა... მე მისთვის პირადად მაქვს ნათქვამი" - რას ჰყვება თამარ მაყაშვილი შვილის მიერ მოულოდნელად გახსნილ თემაზე?
2021-04-14 04:57:14
მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ამბავი „ფარულ კონვერტში" გაამხილა. ნინუცამ აღიარა, რომ როდესაც მსახიობ ბესო ზანგურის ცოლი იყო მას ქმარი ხშირად სცემდა, მათ შორის მაშინაც, როცა ორსულად იყო.
ნინუცას დედას, მსახიობ თამარ მაყაშვილს "ფორტუნა" დაუკავშირდა და მისი მოსაზრება მოისმინა:
"ინტერნეტსივრცეში ნაკლებად ვარ, ამიტომ ეს განცხადება არ მინახავს. დიდი ხანია ბესო გასათავისუფლებელია, მე რომ მკითხო, მაგრამ მე არავის საქმეში არ ვერევი, თვითონ იციან თავიანთი საქმე. ყველას მოუწევს პასუხისგება, როცა დრო დადგება... მთელი ცხოვრებაა, ჩემი დამოკიდებულება მაქვს ბესო ზანგურის მიმართ. ვართ ასე... თუ ნინუცა დღეს დადის, ლაპარაკობს და იცინის, უმეტესად იმ ოჯახის დამსახურებაა, სადაც ის ცხოვრობს.
ნინუცამ 11 წლის მერე თქვა, გულის ნადები ამოიღო და ესეც მისი მოქალაქეობრივი უფლება იყო. დიდხანს იკავა თავი და ბოლოს მაინც გადაწყვიტა, რომ ეს გულიდან ამოეღო. მე ასე ჩავთვალე გუშინ. რაც მეტს ვსაუბრობთ, მით მეტად გვტკივა გული. მე როგორ მტკივა და რანაირად, ამაზე ვერ ვისაუბრებ ხმამაღლა. ერთს გეტყვით - ბესო ზანგური არის ნაძირალა ადამიანი!.. შეიძლება, კარგი არტისტია, მაგრამ როგორც ადამიანი, ნაძირალაა. მე ეს მისთვის პირადადაც მაქვს ნათქვამი. ეს არის კაცი, რომელიც ყველაფერს აწერს ხელს. ეს მარტო მე არა, მთელმა ქალაქმა იცის. როგორც არტისტს, მას არ ვეხები, მაგრამ მის პიროვნებაზე ეს მოსაზრება მაქვს. მეტი სიტყვა არ მახსენდება", - განაცხადა თამარ მაყაშვილმა.
წყარო: ფორტუნა
კომენტარები