0 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ერთი ნაბიჯია III ტალღამდე, საიდან გამოსვლაც ძალიან რთული იქნება - გამყრელიძე

როგორმე უნდა ავიცილოთ დიდი ლოკდაუნი თავიდან, იმიტომ, რომ  რთული იქნება ქვეყნისთვის ახლა ძლიერი ლოკდაუნის გამოცხადება - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

"ერთი ნაბიჯია საყოველთაო გავრცელებისკენ, რომელიც სწორედ მესამე ტალღაში შესვლა იქნება, საიდან გამოსვლაც, დამერწმუნეთ, რომ ძალიან რთული იქნება და გვექნება სერიოზული დანაკარგები, ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველას, ვიყოთ დისციპლინირებული, თვითდისციპლინირებული, დავიცვათ ყველამ რეკომენდაციები.

როგორმე უნდა ავიცილოთ დიდი ლოკდაუნი თავიდან, იმიტომ, რომ  რთული იქნება ქვეყნისთვის ახლა ძლიერი ლოკდაუნის გამოცხადება, რომელიც ყველას დააზიანებს,"- ამბობს გამყრელიძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები