საზოგადოება
ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში გადმოსვლის დროს, ენგურის გადმოკვეთისას 4 ადამიანი დაიღუპა
2021-04-07 12:49:30
ენგურის ხეობაში, სოფელ შამგონასთან, ოთხივე ცხედარი იპოვეს. ეს ადამიანები ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ფარულად გადმოსვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, წვიმების გამო ადიდებულმა ენგურმა წაიღო.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია 143-ე და 115-ე მუხლებით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. საზღვარზე გადასვლა უკიდურესად გამკაცრებული აქვს. რის გამოც გალის მოსახლეობა ჰუმანიტარულ კრიზისშია და ექიმთან ვიზიტისთვის, საკვების თუ მედიკამენტების მარაგის შესავსებად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ ე.წ. საზღვრის ფარულად გადმოკვეთა.
კომენტარები