საზოგადოება
დედა ავარიას ემსხვერპლა და მისი 2 შვილი კლინიკაშია, ერთის მდგომარეობა მძიმეა - საშინელი ავარია ოზურგეთში
2021-04-05 13:06:26
ოზურგეთში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს ბოძს შეეჯახა.
ავტომობილში ქალი და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ. დედა გარდაიცვალა, ბავშვები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები