0 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

500 კილოგრამზე მეტი ცხენისა და საქონლის საკვებად უვარგისი ხორცი ამოიღეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა სამმართველომ ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარედ გაურკვეველი წარმომავლობის ცხენისა და საქონლის 500 კილოგრამზე მეტი საკვებად უვარგისი ხორცი გამოავლინა. ხორცი დალუქულია და სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის ზედამხედველობით განადგურდება“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

უწყების ცნობით, კანონმდებლობით დადგენილია, რომ პირუტყვი დაიკლას სასაკლაოზე და რეალიზაციისას ხორცს უნდა ახლდეს ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები