საზოგადოება
CNN-მა ხარჩო მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანს შორის დაასახელა
2021-03-02 18:55:57
გამოცემამ ახალი რეიტინგი თებერვლის ბოლოს გამოაქვეყნა.
როგორც კერძის აღწერილობაშია ნათქვამი, საქონლის ხორცითა და ნიგვზით მომზადებული ტრადიციული ხარჩო ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია საქართველოში.
“წვნიანის არომატული დარტყმა – ეს ხმელი სუნელის, ქინძის, ზაფრანისა და სხვა სანელებლების ნარევია”, – ნათქვამია სტატიაში.
მანამდე ხარჩო მსოფლიოს საუკეთესო წვნიანების ხუთეულში ასევე შეიყვანა ამერიკულმა გამოცემამ Thrillist, რომელიც კერძების, სასმელებისა და მოგზაურობა-გართობის სფეროებზეა სპეციალიზებული. მაშინ Thrillist-ის რეიტინგმა 48 ქვეყანა მოიცვა.
გარდა ქართული ხარჩოსი, CNN Travel-ის რეიტინგში შესულია უკრაინული ბორშჩი, ნიგერიული ბანგა, ვიეტნამური ფო, ფრანგული ბიუაბესი, ესპანური გასპაჩო და სხვა
კომენტარები