0 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გერმანიაში დასაქმებაზე სარეგისტრაციო პროცესი ვიზიტორების სიმრავლის გამო ხარვეზებით მიმდინარეობს

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგალურ დასაქმებაზე სარეგისტრაციო პორტალი workabroad.moh.gov.ge დღეიდან ამოქმედდა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვიზიტორების დიდი რაოდენობის გამო, სარეგისტრაციო პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს.

„აღნიშნული ხარვეზი დღის განმავლობაში გამოსწორდება. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება სამი თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები პირველი აპრილიდან დაიწყება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები