0 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პროკურორი - სასამართლოს სხდომაზე დამატებით მტკიცებულებებს წარვადგენთ, ეს არის ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები, სადაც ის ჩადენილ ქმედებას აღიარებს

ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ახალ მტკიცებულებას წარადგენს ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებების სახით. როგორც სადრაძე ამბობს, 

„ეს არის წინასასამართლო სხდომა, რომელზეც დავაყენეთ შუამდგომლობები ჩვენი მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით, ამავდროულად, დღევანდელ სხდომაზე წარმოვადგენთ დამატებით მტკიცებულებებს. ეს არის ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები, სადაც ის აღიარებს ჩადენილ ქმედებას, მაგალითად, იმ განცხადებას, რომ დავით გარეჯი არ არის საქართველოს ტერიტორია. ეს არის საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები და ბუნებრივია ამას ჩვენ მტკიცებულებად წარვაგდებთ, რადგან ასეთი ფორმით გაკეთებული საჯარო განცხადებები შესაბამისობაში არის ბრალდებულების მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებასთან, რომელიც ასევე დოკუმენტურად არის დადასტურებული საქმეში,“- აცხადებს სადრაძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები