0 4 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ, 524 მგზავრი ეცადა ტრანსპორტში ასვლას პირბადის გარეშე, 3 790 მგზავრს მიეცა გაფრთხილება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში 524 მგზავრი ეცადა ასვლას პირბადის გარეშე, რაც ჩვენი თანამშრომლების მხრიდან იქნა აღკვეთილი, 3 790 მგზავრსკი, მიეცა გაფრთხილება პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი შემთხვევის დროს საჭირო გახდა პოლიციის გამოძახებაც.

„მინდა სტატისტიკა მოგაწოდოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმ რეგულაციების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, რაც არის მოთხოვნილი ზოგადად ეპიდემიოლოგების მხრიდან. ძირითადად ეს არის პირბადის ტარება, რათა დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სიცოცხლე. პირბადე არის ყველაზე მეტად დამცავი შესაძლებლობა, რომ ვირუსი არ გავრცელდეს. რაც შეეხება სტატისტიკას. 524 მგზავრი ეცადა ასვლას პირბადის გარეშე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რაც ჩვენი თანამშრომლების მხრიდან იქნა აღკვეთილი და მათ არ მიეცათ ამის შესაძლებლობა. 3 790 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის ტარებასთან დაკავშირებით. ძირითადად ცხვირზე არ ჰქონდათ აფარებული. საპატრულო პოლიციის გამოძახება დაგვჭირდა მხოლოდ ერთხელ. დაპირისპირება იყო პირბადის არგაკეთების გამო. ერთხელ არ დაიძრა ავტობუსი, რადგან მგზავრი არ ემორჩილებოდა მოთხოვნებს და ჩვენი თანამშრომლების მხრიდან ბევრჯერ იქნა მიცემული მითითება, რომ გაეკეთებინა პირბადე. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ეხმარება ჩვენს თანამშრომლებს. აქტიურად არიან ჩართული თავად მგზავრები ამ პროცესში და პირველ რიგში ისინი მოითხოვენ იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ცდილობს პირბადის გარეშე ავიდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ან უბრალოდ მიზანმიმართულად არ იკეთებს პირბადეს. ეს სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს მგზავრებში. ეს კეთდება იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი გავუფრთხულდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას, ჩემი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ეს მოთხოვნები, რადგან ეს მოქალაქეების დასაცავად კეთდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...