მსოფლიო
ჯო ბაიდენი ემიგრანტებს მოქალაქეობის მისაღებად რვაწლიან პერიოდს შესთავაზებს
2021-01-19 15:11:35
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 11 მილიონ მიგრანტს მოქალაქეობის მიღების 8-წლიან გეგმას შესთავაზებს. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს.
პროგრამა შეეხება პირებს, რომლებიც აშშ-ში უკანონოდ იმყოფებიან. კერძოდ, ისინი, ვინც აშშ-ში 2021 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ იმყოფებიან, 5 წელიწადში დროებითი ბინადრობის უფლებას ან „მწვანე ბარათს“ მიიღებენ, თუ ამ პერიოდის განმავლობაში გაივლიან ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმების პროცედურებს, გადაიხდიან გადასახადებს და სხვა ძირითად მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. ამის შემდეგ ისინი, სურვილის შემთხვევაში, 3 წელიწადში აშშ-ის მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ.
კომენტარები