მსოფლიო
საქართველოში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
2021-01-15 11:35:22
საქართველოში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამასახური ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 837 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 205 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 265, პისიარ ტესტით – 7 940.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 245 789 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 229 196 გამოჯანმრთელდა, 2 893 კი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 777, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი. 648 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 9 294 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 499 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 772 ადამიანი.
ამასთან, 14 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 748 პირი.
კომენტარები