საზოგადოება
ექიმებს და ჩვენც იმედის ნაპერწკალი გაგვიჩნდა – თემურ წიკლაურის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა
2021-01-13 15:32:16
ნუგზარ კვაშალის თქმით, მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა.
„პატარა პროცენტით ცვლილებები უკეთესობისკენ არის. ამ კრიზისის დროს უარესობისკენ არ ყოფილა ძვრა, რაც იმის მომასწავებელია, რომ ექიმებს და ჩვენც იმედის ნაპერწკალი გაგვიჩნდა. სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ძვრა უკვე არის.
ყველა გახარებულია, რადგან მისი გამოჯანმრთელების იმედი გაგვიჩნდა. მართვით სუნთქვაზე ალბათ, მინიმუმ 3 კვირა კიდევ იქნება. თემურ წიკლაურს გერმანიაში მეგობრები ჰყავს. ონლაინ რეჟიმში არიან ჩართულები გერმანელი პროფესორები და ძალიან კმაყოფილები არიან. ისინიც ადასტურებენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არის და მკურნალობა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს“, – აცხადებს „ინტერპრენიუსთან“ კვაშალი
კომენტარები