0 7 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაიკ პენსი დონალდ ტრამპის გადაყენებას არ დათანხმდა

ამერიკის ვიცეპრეზიდენტი მოქმედი პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადაყენებას არ დათანხმდა. ამის შესახებ Reuters წერს.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერისთვის გაგზავნილ წერილში მაიკ პენსი აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენება მისთვის მიუღებელია. „როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე 8 დღეა დარჩენილი, დემოკრატთა ფრაქცია მოითხოვს მთავრობისგან 25-ე შესწორების ამოქმედებას, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ხელს უწყობს მოსახლეობის გახლეჩასა და კონფრონტაციის გაზრდას,“- ნათქვამია წერილში.

იმ შემთხვევაში, თუ ვიცეპრეზიდენტი 25-ე შესწორებას დაუჭერდა მხარს, დემოკრატები ტრამპის გადაყენებას იმპიჩმენტის პროცედურის გარეშე შეძლებდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები