1 0 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„რა ქვია ამას? რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში?“ - დავით სოკოლოვი, რომელსაც ინფექცია არ დაუდასტურდა, კო­ვი­დცენ­ტრში ინფიცირებულთა გვერდით მაინც დააწვინეს

ჟურ­ნა­ლის­ტი მაკა რაზ­მა­ძე "ფე­ის­ბუქ­ში" ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ლე­გენ­დის, და­ვით სო­კო­ლო­ვის შე­სა­ხებ მიმართვას აქვყნებს.

"ჩვე­ნი და­ვით სო­კო­ლო­ვი მე­ო­თხე სტა­დი­ის კი­ბოს ებ­რძვის... ეს ბევ­რმა იცის, დიდი ხა­ნია ამ და­ა­ვა­დე­ბით ცხოვ­რობს ეს ადა­მი­ა­ნი და სტა­ბი­ლუ­რა­დაა. ბოლო დღე­ებ­ში ტკი­ვი­ლებ­მა შე­ა­წუ­ხა. ოჯახ­მა მო­რიგ­ჯერ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა და რად­გან ყვე­ლას უკე­თე­ბენ ტესტს კო­ვიდ­ზე, გა­უ­კე­თეს მა­საც.

სმს-ით მო­ვი­და პა­სუ­ხი, რომ კო­ვი­დი მას არ აქვს. ცოტა ხან­ში კი ოჯა­ხის უკი­თხა­ვად და მათ გა­უფრ­თხი­ლებ­ლად და­ვით სო­კო­ლო­ვი კო­ვი­დის ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს... ოჯახს მხო­ლოდ სმს შერ­ჩა, სა­დაც გარ­კვე­ვით წე­რია, რომ მისი პა­სუ­ხია უარ­ყო­ფი­თი!

ახლა და­ვით სო­კო­ლო­ვი კო­ვი­დი­ან პა­ცი­ენ­ტებ­თან ერ­თად წევს და უკვე ალ­ბათ ახა­ლი ტეს­ტი კო­ვიდ­საც და­უ­დას­ტუ­რებს... რა ქვია ამას? რა ხდე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში? ახლა უკვე მისი სი­ცო­ცხლეც საფრ­თხე­ში უნდა ჩა­აგ­დონ? იმე­დია, გა­და­ი­ტანს ბა­ტო­ნი დათო ამ დარ­ტყმა­საც, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ კი­დევ ერთ მარ­ტივ შე­კი­თხვას დავ­სვამ - რა­ტომ?" - წერს მაკა რაზ­მა­ძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები