საზოგადოება
"შაქარ, ზეცაში აუცილებლად შევხვდებით... სულ შენ გეძებ, სულ შენზე ვფიქრობ" - რას წერდა ძმის მიერ მოკლული ფეხბურთელი შაქარაშვილზე?
2021-01-06 18:51:33
თბილისში, ძმამ ძმა მოკლა. მოკლულია 19 წლის მიშა ახლოური, რომელსაც დანით სასიკვდილო ჭრილობები 21 წლის ძმამ მიაყენა. როგორც სოციალურ ქსელიდან ირკვევა, გარდაცვლილი ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი იყო, ნახეთ რას წერდა ის შაქარაზე:
"შაქარ მენატრები, ძალიან მენატრები, როგორი რთულია უშენობა. როგორი რთულია იმაზე ფიქრი, რომ ვეღარ შეგხვდები ამ დედამიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ სულ შენ გეძებ, სულ შენზე ვფიქრობ. ძალიან მიყვარხარ, ერთი იმაზე ფიქრი მაძიერებს, რომ ახლა უკეთეს ადგილას ხარ და ზემოდან გვიყურებ. ჩემი ანგელოზი ხარ შაქარ. ზეცაში აუცილებლად შევხვდებით და იქ მოგვიწევს იმის გაკეთება, რაც ამ უსამართლო ცხოვრებამ არ გვაცადა" - წერდა მიშო ახლოური.
კომენტარები