საზოგადოება
შეზღუდვების კანონის მოქმედების ვადა 6 თვით გახანგრძლივდა
2020-12-29 19:45:39
შეზღუდვების კანონის მოქმედების ვადა 6 თვით გახანგრძლივდა. ერთპარტიულმა პარლამენტმა კანონს მხარი ერთხმად დაუჭირა.
შედეგად, მთავრობას პანდემიის დროს შემზღუდავი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა 6-თვით, 2021 წლის 1 ივლისამდე უგრძელდება.
"საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილება დეპუტატებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გააცნო და კანონის მოქმედების გახანგრძლივების მოტივად ეპიდვითარება დაასახელა.
"საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონს ვადა 1 იანვარს ეწურებოდა.
კომენტარები