მსოფლიო
“თუ არის ბანალური თვითმკვლელობა, დამიბრუნონ კომპიუტერი და…” – ბაჩალიაშვილების აქცია პროკურატურასთან
2020-12-24 18:57:44
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების შეწყვეტას გარდაცვლილის ახლობლები პროკურატურასთან აპროტესტებენ.
ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ითხოვს, რომ პოგრამისტის პირადი კომპიუტერი ოჯახს გადაეცეს.
ოჯახი დარწმუნებულია, რომ კომპიუტერში მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება.
” მერაბ ჯერანაშივლი, რომელიც არის ამ პროკურორების ჯგუფის უფროსი, განაცხადა, რომ ამისთვის ჯერ გადაწყვეტილებას მიიღებდა დაებრუნებინა თუ არა ეს კომპიუტერი. თუ არის ბანალური თვითმკვლელობა, დამიბრუნონ კომპიუტერი და კიდევ ერთხელ ნუ დაამტკიცებენ იმას, რომ ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადი. ყველაფერს აქვს საზღვარი და მაგათ უტიფრობას და მაგათ თავგასულობას, ვინც არ უნდა იყვნენ, მერე რა, რომ ძალოვნები არიან ამიტომ, აქვთ ყველაფერის უფლება? რომ დედას წაართვან შვილის უკანასკნელი ნივთი, რომელსაც უნდა ვეფერო თამუნას მაგივრად, ბოლოს, ჩემს შვილის, იმაზე ჰქონდა თითები და უნდა ვკოცნო, ამაზე მეუბნებიან უარს”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
კომენტარები