0 6 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვაზიანიდან დაკარგული სამხედრო თბილისში იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თ.გ. თბილისში იპოვეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამხედრო მოსამსახურე თ.გ. 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია.

„ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.
სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს და გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები